გერმანიის პოლიცია რადიკალი ისლამისტების სახლებში ჩხრეკის ოპერაციას ატარებს
გერმანიის პოლიცია ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში რადიკალი ისლამისტების სახლებში ჩხრეკის ოპერაციას ატარებს.
პოლიცია ეჭვობს, რომ ისინი ტერაქტის მოსაწყობად ემზადებოდნენ. ინფორმაციას „ასოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.
კიოლნის პოლიციის ინფორმაციით, ოპერაცია დილის 04:00 საათზე დაიწყო. დამატებით ინფორმაციას ჩხრეკის შედეგებთან დაკავშირებით, პოლიცია სავარაუდოდ დღის ბოლოს გამოაქვეყნებს.
გერმანიის პოლიციის ინფორმაციით, 2010 წლიდან დღემდე , ძალოვანმა უწყებამ 13 ტერორისტული აქტის აღკვეთა მოახერხა.