გერმანიის მთავრობის პრესსპიკერი აცხადებს, რომ სერბეთს მოუწევს, გააკეთოს არჩევანი რუსეთსა და ევროკავშირს შორის
სერბეთს მოუწევს, გააკეთოს არჩევანი რუსეთსა და ევროკავშირს შორის, – აღნიშნულის შესახებ განცხადება გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა გააკეთა.
მისი თქმით, ბელგრადში უნდა აირჩიონ სერბეთს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ თუ რუსეთთან პარტნიორობა.
„გადაწყვეტილების საჭიროება გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე დგას“, – განაცხადეს ბერლინში.
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, თუ სერბეთის პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ქვეყანა ევროკავშირისკენ წაიყვანოს, მაშინ მას გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა ექნება. თუ ის სხვა მხარეს გადაწყვეტს წასვლას, ექნება შესაბამისი შედეგები.
ბერლინში გაკეთებული ეს განცხადება წინ უსწრებს დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის ლიდერების ბერლინში ვიზიტს, სადაც გერმანიასთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე უნდა გაიმართოს მსჯელობა.