გერმანიის მთავრობის პრესმდივანი - ჰაკერებს გერმანიის კანცლერის პირადი მონაცემები არ გაუსაჯაროებიათ
ჰაკერებს გერმანიის კანცლერის პირადი მონაცემები არ გაუსაჯაროებიათ – ეს განცხადება გერმანიის მთავრობის პრესმდივანმა გააკეთა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაკერებმა ასობით გერმანელი პოლიტიკოსის პირადი მონაცემები გამოაქვეყნეს.
გერმანული მედიაკომპანიის ცნობით, კიბერდამნაშავეებმა ბუნდესტაგის თითქმის ყველა პარტიის წარმომადგენლის საკრედიტო ბარათები, წერილები, პასპორტები, მისამართები, ტელეფონის ნომრები, ასევე სხვადასხვა შიდაპარტიული დოკუმენტების ასლები ინტერნეტის საშუალებით გაასაჯაროეს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გასაჯაროებულ მონაცემებს შორის, გერმანიის კანცლერის პირადი მონაცემებიც იყო.