გერმანიის მთავრობამ „სხვა სქესის“ შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
გერმანიის მთავრობამ „სხვა სქესის“ შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

გერმანიის მთავრობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები ოფიციალურად შეძლებენ მესამე სქესის მითითებას. ინფორმაციას Deutsche Welle – ავრცელებს.

ჩანაწერებში ქალის და კაცის გვერდით გაჩნდება  „სხვა სქესი“, რომლის არჩევაც ინტერსექსუალებს შეეძლებათ, ანუ  ადამიანებს, რომლებიც თავს არც ერთ სქესს არ მიაკუთვნებენ.

კანონპროექტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა. კატარინ ბარლის თქმით, სქესობრივი იდენტობის გამო, არც ერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა მოხდეს. კანონპოროექტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.