გერმანიის მთავრობამ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდის გამო, რუმინეთისა და ბულგარეთის რამდენიმე რეგიონი რისკის ზონად გამოაცხადა
გერმანიის მთავრობამ კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, რუმინეთისა და ბულგარეთის რამდენიმე რეგიონი რისკის ზონად გამოაცხადა.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუმინეთის შვიდი და ბულგარეთის სამი რეგიონიდან გერმანიაში ჩასული მგზავრები ვალდებული იქნებიან, კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარონ. იმ შემთხვევაში, თუ პასუხი დადებითი იქნება, მათ ორკვირიან კარანტინში მოუწევთ გადასვლა.
8 აგვისტოს მონაცემებით, რუმინეთში კორონავირუსის 60 623 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 2 659 ადამიანი გარდაიცვალა, ბულგარეთში კი ვირუსის 13 209 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 442 ადამიანი გარდაიცვალა.