გერმანიის მთავრობა - ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა გერმანელი ხალხი შოკში ჩააგდო
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის, შტეფან ზაიბერტის თქმით, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა გერმანელი ხალხი შოკში ჩააგდო.
„ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა შოკში ჩააგდო ხალხი გერმანიასა და მთელს მსოფლიოში, ეს შოკისმომგვრელი იყო გერმანიის ფედერალური მთავრობისთვისაც. ეს იყო საშინელი სიკვდილი, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. ჩვენი მთავრობა ყურადღებით აკვირდება აშშ-ში მიმდინარე მოვლენებს“, – განცხადა შტეფან ზაიბერტმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ში ძალადობა შეწყდება და მოქალაქეების მოთხოვნას, ბოლო მოეღოს რასიზმს, შესაბამისი პასუხი მოჰყვება.
„დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიაშიც არის რასიზმი. მთელი საზოგადოება მოწოდებული უნდა იყოს ამასთან საბრძოლველად“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა.