გერმანიის მთავრობა აღმოსავლეთ ღუტასა და აფრინში მიმდინარე მოვლენებს მკაცრად გმობს
გერმანიის მთავრობა აღმოსავლეთ ღუტაში დაბომბვებს და აფრინში მიმდინარე მოვლენებს მკაცრად გმობს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მერკელის თქმით, დაბომბვებზე პასუხისმგებლობა სირიის ხელისუფლებას ეკისრება, რუსეთი კი, ამას მხოლოდ უყურებს.
გერმანიის კანცლერმა ყურადღება გაამახვილა აფრინის ოლქში მიმდინარე თურქეთის სამხედრო ოპერაციაზე და აღნიშნა, რომ ეს მიუღებელია.
24 თებერვალს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სირიაში ერთთვიანი ზავის გადაწყვეტილება მიიღეს. 27 თებერვლიდან კი, ყოველდღიური ხუთსაათიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. აღმოსავლეთ ღუტა მას შემდეგ 80 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. აფრინის ოლქში კი, თურქეთი სამხედრო ოპერაციას ქურთების წინააღმდეგ, 20 იანვრის შემდეგ ატარებს.