გერმანიის მთავრობა 2022 წლამდე მიგრაციულ პოლიტიკაზე 78 მილიარდ ევროს დახარჯავს
გერმანიის მთავრობა 2022 წლამდე მიგრაციულ პოლიტიკაზე 78 მილიარდ ევროს დახარჯავს.
როგორც გერმანული ტელე-რადიოკომპანია „დოიჩე ველე“ იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. თანხის ძირითადი ნაწილის -70 მილიარდი ევროს ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფა იგეგმება.
ხარჯების დიდი ნაწილი ლტოლვილების სამშობლოში მიგრაციის მიზეზების წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება. ამისთვის უახლოესი ოთხი წლის განმავლობაში გათვალისწინებულია 31 მილიარდი ევრო. 21 მილიარდი ევრო კი ლტოლვილების სოციალურ დახმარებაზე დაიხარჯება.
გერმანიაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების ინტეგრაციისკენ მიმართული პროექტებისთვის ( მაგალითად, ენის შემსწავლელ კურსები) 13 მილიარდი ევრო გამოიყოფა, ახლად ჩამოსული მიგრანტების რეგისტრაციისა და მათთვის საცხოვრებლის გამოყოფისთვის კი 5,2 მილიარდია გათვალისწინებული.