გერმანიის მმართველი კოალიცია - ერთი წამითაც არ ყოფილა რაიმე მინიშნება, რომ გერმანიაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება
გერმანიის მმართველი კოალიცია - ერთი წამითაც არ ყოფილა რაიმე მინიშნება, რომ გერმანიაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება

ერთი წამითაც არ ყოფილა რაიმე მინიშნება, რომ გერმანიაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, – ამის შესახებ განცხადება გერმანიის მმართველ კოალიაციაში გაკეთდა.

მანამდე გერმანიის კონსერვატიული ქრისტიან-სოციალური კავშირის პარტიის ლიდერმა და ბავარიის მთავრობის ხელმძღვანელმა, მარკუს სოდერმა არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ საფრანგეთის მსგავსად გერმანიაშიც მოითხოვა ვადამდელი არჩევნების ჩატარება. „ეს მთავრობა ფაქტობრივად დასრულდა. ახლა კი ისე უნდა იყოს, როგორც საფრანგეთში: მოითხოვეს ახალი არჩევნების ჩატარდება, ახალი არჩევნები მაკრონისთვის“, – თქვა სოდერმა, რომელიც ასევე ბავარიის პრემიერ-მინისტრია.

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.