გერმანიის კლინიკების უმეტესობამ პაციენტების მონახულება აკრძალა
გერმანიის კლინიკების უმეტესობამ პაციენტების მონახულება აკრძალა

კორონავირუსის გამო, გერმანიის საავადმყოფოების უმეტესობამ პაციენტების მონახულება აკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

აკრძალვის მიზეზად პაციენტების კორონავირუსისგან დაცვა სახელდება.

გამონაკლისი დაშვებულია მხოლოდ ბავშვებისთვის, რომელთა მონახულება დღეში ერთხელ არის შესაძლებელი.

გამკაცრებული წესები მოქმედებს სამედიცინო პერსონალისთვისაც. მათ პალატაში შესვლამდე დამცავი ნიღბის გაკეთებას ავალდებულებენ.

ახალი კორონავირუსის გავრცელებამდე გერმანიის კლინიკებში მონახულების ლიბერალური წესები მოქმედებდა. ნათესავებსა და ახლობლებს პაციენტების ნახვა გვიან საღამომდე შეეძლოთ.