გერმანიის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის უპრეცედენტო შეზღუდვებს აწესებს
გერმანიის ხელისუფლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის უპრეცედენტო შეზღუდვებს აწესებს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, გერმანიის ხელისუფლება უპრეცედენტო შეზღუდვებს აწესებს. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, სკოლები, რესტორნები და მეორეხარისხოვანი ბიზნესები დაიხურება, იკრძალება სადღესასწაულო და რელიგიური შეკრებები, საზღვრები კი ნაწილობრივ იკეტება.

„მსგავსი ზომები ჩვენ ქვეყანაში არასდროს ყოფილა დაწესებული, მაგრამ ამ დროისთვის ეს აუცილებელია“, – აღნიშნა მერკელმა.

გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბენზინგასამართი სადგურები, ბანკები, საფოსტო ოფისები, მიტანის მომსახურება და სილამაზის სალონები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ქვეყნის მასშტაბით, ათასობით სკოლა და საბავშვო ბაღი დაიხურა, მოქალაქეები კი შეძლებისდაგვარად სახლებიდან იმუშავებენ.