გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს სავარაუდოდ აგვისტოს მეორე ნახევარში ეწვევა
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს სავარაუდოდ აგვისტოს მეორე ნახევარში ეწვევა

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს ეწვევა. როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, ვიზიტი აგვისტოს მეორე ნახევრისთვის არის დაგეგმილი.

ინფორმაცია პირველ არხს თბილისში რამდენიმე წყარომ დაუდასტურა.

პირველი არხი დაუკავშირდა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ოფისსაც, საიდანაც მიიღო გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის პასუხი.

„მადლობას გიხდით, რომ დაგვიკავშირდით. ჩვენი მუშაობის პრინციპიდან გამომდინარე, კანცლერის ვიზიტების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ვასაჯაროებთ მხოლოდ ვიზიტის წინა პარასკევს“, – ნათქვამია გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის პასუხში.