გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი მოსახლეობას ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, გერმანიაში დაავადების შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა.
შპანის თქმით, დაავადების გავრცელების ჯაჭვის განსაზღვრა ნაწილობრივ შეუძლებელია.
გერმანიაში დაავადების ორი ახალი შემთხვევა გამოვლენილია ჩრდილოეთ რაინი-ვესტფალიის მიწაზე, ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა ბადენ-ვიურტემბეეგში, ხოლო კიდევ ერთი – რაინლანდ -პფალცში.
დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი პირები კარანტინში მოათავსეს.
ჩრდილოეთ რაინი-ვესტფალიის მიწაზე, ქალაქ ჰაინსბერგში ერთ-ერთი ინფიცირებული საბავშვო ბაღის აღმზრდელად მუშაობს. ამიტომ ამ ბაღის ყველა ბავშვი და მათი მშობლები სახლებში კარანტინში იმყოფებიან. თავად ინფიცირებულის ორ შვილს კორონავირუსი არ დაუდგინდა. 26 თებერვლიდან ჰაინაბერგში ყველა სასწავლო დაწესებულება დაიკეტა.
რაინლანდ-პფალში დაავადებული კი სამხედროა. ბადენ-ვიურტენბერგია მიწაზე ინფიცირებულთაგან სამი ცოტა ხნის წინ იტალიაში იმყოფებოდა.
აქამდე გერმანიაში გამოვლენილი იყო კორონავირუსის 16 შემთხვევა – ყველა მათგანი ბავარიაში.