გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ზამთარში ქვეყანაში მკაცრი კარანტინი არ გამოცხადდება
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ზამთარში ქვეყანაში მკაცრი კარანტინი არ გამოცხადდება

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ზამთარში ქვეყანაში მკაცრი კარანტინი არ გამოცხადდება. ამის შესახებ იენს შპანმა პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

როგორც შპანმა აღნიშნა, მაისში მკაცრი კარანტინის გამოცხადება სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა ვირუსზე ამჟამად უფრო მეტია ცნობილია და შესაბამისად, ასეთი მკაცრი ზომები საჭირო აღარ არის.

„შეგვიძლია ზამთარს და შემოდგომას თავდაჯერებულები შევხვდეთ. ჩვენ უკვე ვიცით, თუ რა წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს. სამწუხაროდ, საშიშია სოციალიზაცია და დღესასწაულების ერთად აღნიშვნა“, – განაცხადა შაპანმა.

„როიტერი“ წერს, რომ პანდემიის დასაწყისში გერმანიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების შედარებით დაბალი მაჩვენებელი იყო, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გერმანიაში ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატა.