გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკი კვლავ მაღალია
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი აცხადებს, რომ გერმანიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების რისკი ისევ მაღალია.
გერმანიაში, გიუტერსლოს რაიონსა და ქალაქ ვარენდორფში საკარანტინო ზომები მას შემდეგ აღადგინეს, რაც ხორცის ადგილობრივ საწარმოში „კოვიდ-19“-ის 1 500 შემთხვევა დაფიქსირდა.
„თუ ვირუსისთვის საქმეს გავამარტივებთ, ის ძალიან სწრაფად ვრცელდება. ჩვენ ამას ვხედავთ არა მარტო გუეტერსლოში, არამედ გოტინგენში, ბრემენში, ეკლესიებსა და საოჯახო დღესასწაულებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა, ინფიცირების შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი გვქონდა, ვირუსი მაინც აქ არის. აუცილებელია, ეს ყველამ გაიგოს“, – განაცხადა იენს შპანმა.