გერმანიის ჰესეს შტატის რეგიონულ არჩევნებში ანგელა მერკელის მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა გაიმარჯვა
გერმანიის ჰესეს შტატის რეგიონულ არჩევნებში ანგელა მერკელის მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა გაიმარჯვა.
აღნიშნულმა პარტიამ საერთო ხმების 27.4% მიიღო, რაც 2013 წლის არჩევნებთან შედარებით 11%-ით ნაკლებია. ამ შედეგით, გერმანიის კანცლერის მოკავშირე ვოლკერ ბუფიერს შემდეგი მთავრობის ფორმირების მანდატი მიეცა.
19.6%-ით, არჩევნებში მეორე შედეგი აჩვენა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ, რაც ჰესეს შტატში აღნიშნული პარტიის ყველაზე ცუდი შედეგია 1946 წლის შემდეგ.
წინასწარი მონაცემებით, ჰესეს რეგიონულ არჩევნებში მესამე ადგილზე “მწვანეები” გავიდნენ 19.5%-ით.
საარჩევნო ბარიერი გადალახა ულტრა-მემარჯვენე, პოპულისტურმა პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის” და ხმების 13% აიღო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პარტია უკვე გერმანიის 16-ვე რეგიონულ პარლამენტშია წარმოდგენილი.