გერმანიის გიუტერსლოს რაიონში საყოველთაო კარანტინის რეჟიმი ხელახლა დაწესდა
გერმანიაში, გიუტერსლოს რაიონში, სადაც დაახლოებით 100 000 მოსახლე ცხოვრობს, საყოველთაო კარანტინის რეჟიმი კვლავ ამოქმედდა.
გიუტერსლოში მდებარე ხორცის საწარმოში „კოვიდ-19“-ის გავრცელების შედეგად ინფიცრებულია 1500-ზე მეტი ადამიანი.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, რაიონში კარანტინის რეჟიმი ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.