გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით თბილისში საზეიმო მიღება გაიმართა
გერმანიის გაერთიანების დღესთან დაკავშირებით თბილისში საზეიმო მიღება გაიმართა.
საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
მამუკა ბახტაძემ საქართველოში გერმანიის ახლად დანიშნულ ელჩს, ჰუბერტ ქნირშს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა და სიტყვით გამოსვლისას ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
3 ოქტომბერს გერმანელები აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანების დღეს აღნიშნავენ, 1990 წელს სწორედ ამ დღეს შეუერთდა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, რითაც ქვეყანამ ერთიანობა დაიბრუნა.