გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანამ რუსული გაზის იმპორტიორი კომპანია Uniper-ის ნაციონალიზაცია მოახდინა
გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანამ რუსული გაზის იმპორტიორი კომპანია Uniper-ის ნაციონალიზაცია მოახდინა

გერმანიამ რუსული გაზის იმპორტიორი კომპანია Uniper-ის ნაციონალიზაცია მოახდინა. როგორც გერმანიის ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, მთავრობა ენერგეტიკულ კონცერნ Uniper-ის აქციების 99 პროცენტს გამოისყიდის. ეს კაპიტალდაბანდება ბერლინს რვა მილიარდი დოლარი დაუჯდება. ამ თანხიდან ნახევარი მილიარდი ევრო Uniper-ის მთავარი აქციონერი ფინური კომპანიისგან ფასიანი ქაღალდების წილის გამოსყიდვაზე დაიხარჯება.

Uniper-ი არის საერთაშორისო ენერგეტიკული ჯგუფი, რომელიც ბუნებრივ აირს და ელექტროენერგიას საბითუმო ფასად ჰყიდის და ასევე ბუნებრივი აირის შენახვითაა დაკავებული. ის არის გერმანიაში, დიდი ბრიტანეთსა და ავსტრიაში მდებარე ბუნებრივი არის ცხრა მიწისქვეშა საცავის ოპერატორიც. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ზამთრის პერიოდში გერმანიის გაზმომარაგების საქმეში.

ამ დრომდე, Uniper-ი ბუნებრივი აირის დიდ ნაწილს რუსეთიდან იღებდა. რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომის შემდეგ, კონცერნში განაცხადეს, რომ ფინანსური პრობლემები აქვთ და მთავრობას დახმარებას სთხოვენ.