გერმანიის ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ გერმანია მზად არის, მხარი დაუჭიროს ნავთობის ემბარგოს რუსეთის წინააღმდეგ
გერმანია მზად არის, მხარი დაუჭიროს ნავთობის ემბარგოს რუსეთის წინააღმდეგ, – უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ბრიუსელში, ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.
„ამ ორი თვის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ გერმანია რუსეთისთვის ნავთობის ემბარგოს დაწესების წინააღმდეგი არ არის. რა თქმა უნდა, ეს დიდი დატვირთვა იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამისთვის“, – განაცხადა ჰაბეკმა.
ამავდროულად, ჰაბეკმა განაცხადა, რომ გაგებით მოეკიდონ როგორც გერმანიის, ისე იმ ქვეყნების პოზიციებს, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებზე არიან დამოკიდებული.
რობერტ ჰაბეკის თქმით, ევროპა მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონია და სხვებისგან განსხვავებით, შეუძლია დამატებითი ხარჯების გაწევა, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რომ ფასების ახალი მატებით სხვა ქვეყნები არ დაზარალდნენ და არ გახდნენ დამოკიდებული რუსეთზე, რომელიც მათ ფასდაკლებას შესთავაზებს.
მისი თქმით, იგივე ეხება გაზსაც.
„ჩვენ ვისწრაფვით სოლიდარობისკენ. არ უნდა ვიხელმძღვანელოთ ემოციებით, უნდა ავწონოთ შედეგები. გასათვალისწინებელია ემბარგო, რათა ღარიბი ქვეყნები რუსეთის ხელში არ ჩავარდნენ“, – განაცხადა ჰაბეკმა.