გერმანიის ბუნდესტაგის წევრი - საქართველომ პირველად ჩაატარა არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით, მოხარული ვარ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების პოზიტიური ანგარიშით
გერმანიის ბუნდესტაგის წევრი ალბერტ ვაილერი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება.
როგორც ვაილერი აცხადებს, მოხარულია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების პოზიტიური ანგარიშით.
„საქართველომ პირველად ჩაატარა არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით. მოხარული ვარ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დადებითი ანგარიშით. მიზანს კვლავ წარმოადგენს ქვეყანაში უფრო მეტი დემოკრატიისა და პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა. ჩვენ მზად ვართ, ამაში მხარი დავუჭიროთ საქართველოს“, – წერს ვაილერი „ფეისბუქზე“.