გერმანიის აეროპორტებში ათასობით თანამშრომელი გაიფიცა
გერმანიის აეროპორტებში ათასობით თანამშრომელი გაიფიცა

გერმანიის აეროპორტების ათასობით თანამშრომელი გაფიცულია. ფრანკფურტის, მიუნხენის, ბრემენის, კიოლნისა და სხვა აეროპორტის თანამშრომლები ხელფასების მინიმუმ 6 % -ით ზრდას ითხოვენ, რაც დაახლოებით 200 ევროს შეადგენს.

გაფიცვის გამო ავიაკომპანია Lufthansa- მ დაგეგმილი 800 რეისი გადადო, რის გამოც 90 ათასი მგზავრი დაზარალდა.

აეროპორტების თანამშრომლების გაფიცვა საღამოს დასრულდება. გაფიცვის ორგანიზატორია, პროფესიული კავშირი „ვერდი” .