გერმანიაში, წყალდიდობით დაზარალებულ ორ მხარეში ვითარება კვლავ რთულია
გერმანიაში, წყალდიდობით დაზარალებულ ორ მხარეში ვითარება კვლავ რთულია

გერმანიაში, წყალდიდობით დაზარალებულ ორ მხარეში ვითარება კვლავ რთულია. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, დაღუპულია ერთი მაშველი, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი.

ევაკუაცია გრძელდება რუდერსბერგის მუნიციპალიტეტში, სადაც ბევრი ადამიანი დატბორილ სახლებშია ჩარჩენილი. რთული ვითარებაა ბავარიაშიც, სადაც სტიქიის გამო 3000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები, ათ რაიონში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

როგორც მედია წერს, ქალაქ კელჰეიმში დუნაის დონემ, შესაძლოა, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწიოს.

დაზარალებულ რეგიონებში დღეს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ნენსი ფეზერთან ერთად ჩავა.