გერმანიაში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ იარაღთან დაკავშირებით ოლაფ შოლცის განცხადებამ კიევში იმედგაცრუება გამოიწვია
გერმანიაში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ იარაღთან დაკავშირებით ოლაფ შოლცის განცხადებამ კიევში იმედგაცრუება გამოიწვია

გერმანიაში უკრაინის ელჩი ანდრეი მელნიკი აცხადებს, რომ გერმანიის კანცლერის მიერ მსოფლიო ლიდერებთან გამართული ვიდეოკონფერენციის შემდეგ გაკეთებულმა განცხადებამ კიევში იმედგაცრუება და სიმწარე გამოიწვია. ამის შესახებ ანდრეი მელნიკმა გერმანულ საინფორმაციო სააგენტო dpa-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ელჩის თქმით, ერთი მხრივ, უკრაინა მიესალმება ოლაფ შოლცის განცხადებას, რომ გერმანია მზადაა, კიევს შეიარაღების შესაძენად დამატებითი ფინანსური დახმარება გამოუყოს, თუმცა მეორე მხრივ, დიპლომატის მიიჩნევს, რომ კანცლერის გამოსვლის შემდეგ ბევრი კითხვა გაჩნდა.

„განცხადება, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ვერ შეძლებს უკრაინისთვის ვერაფრის მიწოდებას, გაუგებარია“, – თქვა მელნიკმა და აღნიშნა, რომ გერმანიის არმიას აქვს 400-ზე მეტი საბრძოლო მანქანა „მარდერი“, რომელთაგან მხოლოდ 100 გამოიყენება წვრთნებზე და მათი გადაცემა უკრაინისთვის შესაძლებელია. ამას გარდა, გავრცელებული ცნობით, გერმანიას აქვს 800 ჯავშანტრანსპორტიორი „ფუქსი“, რომელთა დიდ ნაწილსაც არ იყენებენ.

„თვითმავალი ჰაუბიცების მიწოდებაც გადამწყვეტი მნიშვნელობის შეიძლება, იყოს“ – განაცხადა მელნიკმა.

დიპლომატმა მოუწოდა გერმანიის მთავრობას, არ გააჭიანუროს იარაღის გადაცემის პროცესი, რადგან ყოველ წუთს ამ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის ფასი აქვს.

19 აპრილს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ გერმანიის ბუნდესვერის მარაგიდან უკრაინისთვის იარაღის მიწოდება სავარაუდოდ შეუძლებელია. ამასთან, მან თქვა, რომ ბერლინი მზადაა, უკრაინას გერმანული იარაღის შესაძენად დამატებითი დაფინანსება გადასცეს.

დატოვე კომენტარი