გერმანიაში ტორნადოს შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე” ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტორნადო გერმანიის დასავლეთ ნაწილში, რაინ-ვესტფალიის ჩრდილოეთ რაიონში მოხდა.
პოლიციის ინფორმაციით, დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან ათის მდგომარეობა მძიმეა.
ტორნადომ ასამდე შენობას სახურავები გადახადა და დიდი რაოდენობით ავტომობილები დააზიანა.
გარდა ამისა, ტორნადომ მოგლიჯა ხეები და ჩახერგა ქალაქ ლიპშტადტის ერთ-ერთ აუზის გამოსასვლელი, რის გამოც, ასამდე ადამიანი ვერ ახერხებდა გარეთ გამოსვლას.
გერმანიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტორნადოს სიჩქარე საათში 130 კილომეტრს აღწევდა.