გერმანიაში, სუპერმარკეტების ერთ-ერთ ქსელში, ბანანის ყუთებში 7 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოაჩინეს
გერმანიაში, სუპერმარკეტების ერთ-ერთ ქსელში, ბანანის ყუთებში 7 მილიონი ევროს ღირებულების 95 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამართალდამცველები სუპერმარკეტის ქსელს არ ასახელებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ კონტრაბანდული ნივთიერება ჩრდილოეთ-რაინ ვესტფალიის რამდენიმე ქალაქში აღმოაჩინეს.
მედიის ცნობით, თავდაპირველად კოკაინი ქალაქ მენხენგლადბახში ორი მაღაზიის თანამშრომლებმა იპოვეს. მოგვიანებით, ანრკოტიკი აღმოაჩინეს სხვა რამდენიმე ახლომდებარე ქალაქშიც.
გამოძიება ვარაუდობს, რომ მაღაზიათა ქსელი ტვირთის ადრესატი არ ყოფილა და ის შემთხვევით მიიღო. სამართალდამცველების ვერსიით, კოკაინი სამხრეთ ამერიკიდან ბელგიის ანტვერპენის პორტში ჩაიტანეს, რის შემდეგაც გერმანიაში სუპერმარკეტების საწყობში მისი ტრანსპორტირება მოხდა.