გერმანიაში სკოლის ავტობუსის საცხოვრებელ სახლზე შეჯახების შედეგად 48 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 43 ბავშვია
გერმანიაში სკოლის ავტობუსის საცხოვრებელ სახლზე შეჯახების შედეგად 48 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 43 ბავშვია.
მედიკოსების შეფასებით, 10-ის მდგომარეობა მძიმეა.
ქალაქ ებერბახის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 7:00 საათისთვის მოხდა.
ავტობუსი ამ დროისთვის დაუდგენელი მიზეზით, სავალი გზიდან გადავიდა და დამუხრუჭების გარეშე, ჯერ რამდენიმე ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ კი შენობას.
აღსანიშნავია, რომ ავტობუსის მძღოლმა მსუბუქი ხასიათის დაზიანებები მიიღო. მომხდარის გამო, დროებით გადაკეტილია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების წარმომადგენლები მუშაობენ.