გერმანიაში სკოლის ავტობუსის საცხოვრებელ სახლზე შეჯახების შედეგად 48 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 43 ბავშვია

14:22, 16.01.2018

გერმანიაში სკოლის ავტობუსის საცხოვრებელ სახლზე შეჯახების შედეგად 48 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 43 ბავშვია.

მედიკოსების შეფასებით, 10-ის მდგომარეობა მძიმეა.

ქ​ალაქ ებერბახის პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 7:00 საათისთვის მოხდა.

ავტობუსი ამ დროისთვის დაუდგენელი მიზეზით, სავალი გზიდან გადავიდა და დამუხრუჭების გარეშე, ჯერ რამდენიმე ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ კი შენობას.

აღსანიშნავია, რომ ავტობუსის მძღოლმა მსუბუქი ხასიათის დაზიანებები მიიღო. მომხდარის გამო, დროებით გადაკეტილია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე საგანგებო სიტუაციების წარმომადგენლები მუშაობენ.

მსგავსი