გერმანიაში სკოლები გაიხსნა. „ბიბისის“ ინფორმაციით, მოსწავლეებს შედარებით მოკლე სასწავლო დღეები ექნებათ.
სკოლებში შემცირდება საკლასო ოთახებში მოსწავლეების დასაშვები რაოდენობა. ასევე, განახლდება ცხრილები, რათა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს დერეფნებში ერთმანეთთან ნაკლები შეხება ჰქონდეთ.
გერმანიის ზოგიერთ რეგიონში მოსწავლეებს პირბადის ტარება საკლასო ოთახების გარეთ, მხოლოდ დერეფნებში მოეთხოვებათ, ხოლო ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში პირბადის ტარება სავალდებულო იქნება საკლასო ოთახებში, გაკვეთილების მიმდინარეობის დროსაც.
შეგახსენებთ, გერმანიაში პანდემიის გამო სკოლები მარტიდან დაიხურა.
ქვეყანაში „კოვიდ19“-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 212,328 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაცვლილთა რიცხი 9,161-ს შეადგენს.