გერმანიაში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. გავრცელებული ცნობით, ინციდენტი ცემერის მუნიციპალიტეტის სიახლოვეს, ტყის მასივთან, დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მფრინავმა კატაპულტირება დროულად შეძლო. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა ეფ-16 ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი.
ინციდენტის ადგილზე სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები არიან მობილიზებული.