გერმანიაში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

18:39, 08.10.2019

გერმანიაში სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. გავრცელებული ცნობით, ინციდენტი ცემერის მუნიციპალიტეტის სიახლოვეს, ტყის მასივთან, დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მფრინავმა კატაპულტირება დროულად შეძლო. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა ეფ-16 ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი.

ინციდენტის ადგილზე სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

მსგავსი