გერმანიაში, ქალაქ ფლენსბურგის ერთ-ერთ სკოლაზე სამართალდამცველებმა თავდასხმა აღკვეთეს. დაკავებულია 17 წლის მოსწავლე. ასევე, ამოღებულია ცივი იარაღი. ინფორმაციას მომხდარის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ აქვეყნებს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ დაგეგმილი თავდასხმის შესახებ ინტერნეტით შეიტყო. დაკავებული ერთ-ერთ მესენჯერში წერდა, რომ რამდენიმე ადამიანის მოკვლას აპირებდა.
როგორც „დოიჩე ველე“ წერს, სკოლაში შესვლამდე მოსწავლეები გაჩხრიკეს. ერთ-ერთ მოსწავლეს კი, რამდენიმე დანა აღმოაჩნდა.
დაპატიმრებული გერმანიის მოქალაქეა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.