გერმანიაში სამართალდამცველებმა ერთ-ერთ სკოლაზე თავდასხმა აღკვეთეს
გერმანიაში სამართალდამცველებმა ერთ-ერთ სკოლაზე თავდასხმა აღკვეთეს

გერმანიაში, ქალაქ ფლენსბურგის ერთ-ერთ სკოლაზე სამართალდამცველებმა თავდასხმა აღკვეთეს. დაკავებულია 17 წლის მოსწავლე. ასევე, ამოღებულია ცივი იარაღი. ინფორმაციას მომხდარის შესახებ გამოცემა „დოიჩე ველე“ აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ დაგეგმილი თავდასხმის შესახებ ინტერნეტით შეიტყო. დაკავებული ერთ-ერთ მესენჯერში წერდა, რომ რამდენიმე ადამიანის მოკვლას აპირებდა.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, სკოლაში შესვლამდე მოსწავლეები გაჩხრიკეს. ერთ-ერთ მოსწავლეს კი, რამდენიმე დანა აღმოაჩნდა.

დაპატიმრებული გერმანიის მოქალაქეა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.