გერმანიაში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 25-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
გერმანიაში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად 25-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

გერმანიაში, საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად 25-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. შესაძლოა, იყვნენ დაღუპულებიც. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ინციდენტი საქსონია-ანჰალტის მიწაზე, ქალაქ ბლანკებურგში მოხდა. მრავალსართულიან საცხოვრებელ შენობაში აფეთქება ადგილობრივი დროით 08:55 საათზე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ასევე მუშაობენ სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები. აფეთქების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.