გერმანიაში ქვანახშირის საბადოს გაფართოების გეგმა გააპროტესტეს.
მედიის ინფორმაციით, კლიმატის დამცველ აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
საპროტესტო აქციაში 6 000-მდე დემონსტრანტი მონაწილეობდა, მათ შორის შვედი კლიმატის დამცველი, აქტივისტი გრეტა ტუნბერგი.
აქციის მონაწილეებმა დასავლეთ გერმანიაში მდებარე სოფელ ლუცერატისკენ მოაწყვეს მსვლელობა. კლიმატის დამცველი აქტივისტები სოფელში თითქმის ორი წლის განმავლობაში იმყოფებიან. პოლიციამ სოფლის მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. აქტივისტები აცხადებენ, რომ ქვანახშირის მაღაროს გაფართოება ბერლინის წარუმატებელი კლიმატის პოლიტიკის სიმბოლოა.