გერმანიაში ქართველი საოპერო ვარსკვლავების საღამო გაიმართება.
ბერლინის ფილარმონიის სცენაზე 26 სექტემბერს ნინო მაჩაიძე, ბადრი მაისურეძე, ნინო სურგულაძე, გიორგი გაგნიძე, იანო თამარი, სალომე ჯიქია, ქეთევან ქემოკლიძე, გიორგი ონიანი და რამაზ ჩიკვილაძე იმღერებენ.
კონცერტს თბილისის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს.