გერმანიაში ქართველი საოპერო ვარსკვლავების საღამო გაიმართა [ვიდეო]

ფრანკფურტის წინგნის ბაზრობის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ბერლინის ფილარმონიის სცენაზე 26 სექტემბერს ქართველი საოპერო ვარსკვლავების კონცერტი გაიმართა.

საღამოში მონაწილეობა მიიღეს ნინო მაჩაიძემ, ბადრი მაისურეძემ, იანო თამარმა, ქეთევან ქემოკლიძემ, ნუცა ზაქაიძემ, გიორგი ონიანმა, მიხეილ ქირიამ და რამაზ ჩიკვილაძემ. მათ სხვადასხვა ცნობილი ოპერებიდან არიები და დუეტები შეასრულეს.

კონცერტს თბილისის სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით, ვახტანგ კახიძე დირიჟორობდა.