გერმანიაში პოლიციამ ტერორისტული თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი დააკავა
გერმანიაში პოლიციამ ტერორისტული თავდასხმის მოწყობაში ეჭვმიტანილი დააკავა. 26 წლის, წარმოშობით სირიელი მამაკაცი, ქალაქ მაინცში დააკავეს. გერმანული მედიის ცნობით, ის, სავარაუდოდ, ნიდერლანდებში დაკავებული ოთხი მამაკაცის თანამზრახველია.
გერმანიის პოლიციაში განაცხადეს, რომ სირიელი ნიდერლანდების სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით აიყვანეს. ახლა დაკავებულის საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
მანამდე ნიდერლანდებში, კერძოდ ქალაქ როტერდამის პოლიციამ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით ოთხი მამაკაცი დააპატიმრა. საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სად გეგმავდნენ ეჭვმიტანილები თავდასხმის მოწყობას, ჯერ უცნობი რჩება.