გერმანიაში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა
გერმანიაში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

გერმანიაში პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ ბერლინსა და ფრანკფურტში.

ქალაქ ფრანკფურტში დაახლოებით 1500 ადამიანი გამოვიდა პალესტინის მხარდასაჭერად.

სიტუაცია დაიძაბა ბერლინში მიმდინარე აქციაზე. სამართალდამცავებმა დემონსტრანტებს არ მისცეს საპროტესტო აქციის მოწყობის საშუალება, რაც ძალადობრივი პროტესტების საშიშროებით ახსნეს. აკრძალვის მიუხედავად,ა ქციის მონაწილეები ბერლინის მერიის შენობასთან შეიკრიბნენ, რომელთაგანაც ნაწილი სამართალდამცავებმა დააკავეს.

შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს ისრაელი-„ჰამასის“ ომის დაწყებიდან ორი წელი შესრულდა.