გერმანიაში, მოზარდის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი 25 წლის შემდეგ გამოავლინეს
გერმანიაში მოზარდის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი, დანაშაულიდან 25 წლის შემდეგ გამოავლინეს.
საუბარია გიმნაზიის 16 წლის მოსწავლის, ნიკოლ დენის შალას მკვლელობაზე. ის დორტმუნდში 1993 წელს საკუთარი სახლის მახლობლად იპოვეს მოკლული.
დორტმუნდის პროკურორის, ჰენერ კრუზეს განცხადებით, ეჭვმიტანილი ჩრდილოეთ რაინი-ვესტფალიის მცხოვრები, ცხედარზე აღმოჩენილი დნმ-ის მიხედვით გამოავლინეს. მისი თქმით, მამაკაცი წარსულში არაერთხელ არის ნასამართლები. ის ქალების წინააღმდეგ ძალადობისთვის 2011 წლიდან იხდის სასჯელს. ახლა კი სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
პოლიციელი ივე ბლოკი, რომელიც მოსწავლის მკვლელობის საქმეს 2000 წლიდან იძიებდა, ამბობს, რომ გამოძიება გართულებული იყო, რადგან ცხედარზე დნმ-ის კვალი წვიმამ თითქმის მთლიანად ჩამორეცხა, თუმცა ტესტის უახლესი მეთოდის გამოყენებით, ეჭვმიტანილის პოვნა შესაძლებელი გახდა. მისი გარეგნობა ემთხვევა 25 წლის წინ დაკითხული მოწმეების ჩვენებებს.
„მიზანდასახულობა დაჯილდოვდა“, -განაცხადა დორტმუნდის პროკურორმა.