გერმანიაში მატარებლების მემანქანეები, აეროპორტის დაცვისა და „ლუფთჰანზას“ თანამშრომლები გაიფიცნენ
გერმანიაში მატარებლების მემანქანეები, აეროპორტის დაცვის თანამშრომლები და ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თანამშრომლები გაიფიცნენ.
Deutsche Bahn -ის მატარებლების მემანქანეებმა გაფიცვა ადგილობრივი დროით 02:00 საათზე დაიწყეს, რომელიც 35 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
ფრანკფურტისა და ჰამბურგის აეროპორტებში უსაფრთხოების სამსახურის გაფიცვის გამო ათობით ფრენა გაუქმდა. აეროპორტების ასოციაცია „ADV“-მ განაცხადა, რომ გაფიცვა გავლენას მოახდენს 250 000-ზე მეტი ადამიანის სამოგზაურო გეგმებზე.
მატარებლების მემანქანეები, აეროპორტის დაცვის თანამშრომლები და ავიაკომპანია „ლუფთჰანზას“ თანამშრომლები ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.