მედიის ინფორმაციით, გერმანიაში, ლტოლვილების საერთო საცხოვრებლებში 19 მაისამდე კორონავირუსის 444 შემთხვევაა გამოვლენილი
გერმანიაში მყოფი ლტოლვილების თავშესაფრებში კორონავირუსი გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 19 მაისამდე ლტოლვილების საერთო საცხოვრებლებში „კოვიდ-19“-ის 444 შემთხვევაა გამოვლენილი.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ცნობებით, კოვიდინფექცია აღრიცხეს გერმანიის 12 რეგიონში მდებარე 22 დასახლებულ პუნქტში არსებულ ლტოლვილთა საცხოვრებლებში.
20 მარტის მონაცმებით, ამავე დასახლებებში ვირუსის სულ 24 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, რაც ნიშნავს, რომ 2 თვეში შემთხვევათა რიცხვი 20-ჯერ გაიზარდა.
ამასთან, როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ლტოლვილების რეგისტრაციისა და პირველადი განთავსების ცენტრებში, ვირუსის გავრცელების ტემპი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მაღალია.