გერმანიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“-ის 913 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამასთან, გასულ 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 101 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას „დოიჩე ველე“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის 173 152 შემთხვევაა დაფიქსირებული. „კოვიდ 19“-ის შედეგად დაღუპულია 7 824 ადამიანი.