გერმანიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა
გერმანიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა

გერმანიაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა. გერმანიის „რობერტ კოხის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული დაავადება 39 676 ადამიანს დაუდასტურდა.

პანდემიის დაწყების შემდეგ, საერთო ჯამში, გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 4 844 054 ადამიანი დაინფიცირდა, 96 963 ადამიანი კი დაიღუპა.

გერმანიაში შემაკავებელი ზომების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი აქამდე შვიდდღიანი გავრცელების მაჩვენებელი იყო. ახლა უკვე განიხილება სხვა ფაქტორები, მათ შორის ინტენსიური თერაპიის განყოფილებების დაკავება და ვაქცინირებული მოქალაქეების პროცენტული რაოდენობა.

გასულ კვირას გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა, რომ გერმანია პანდემიის მეოთხე ტალღაშია, რაც, მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა არის „არავაქცინირებულთა პანდემია“.