გერმანიაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობა 4838-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 12 ადამიანი.
ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვირუსი სწრაფად და აგრესიულად მიმდინარეობს და პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია.
ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ბავარიის ხელისუფლების განცხადებით, შტატში დაიხურება რესტორნები, თეატრები, საცურაო აუზები.