გერმანიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 534 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფიცირების 200 260 შემთხვევაა გამოვლენილი.
ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში„კოვიდ-19“-ით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.
ლეტალური შემთხვევების საერთო რაოდენობა 9 018-ს აღწევს.