გერმანიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა

10:30, 16.07.2020

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 534 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ინფიცირების 200 260 შემთხვევაა გამოვლენილი.

ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში„კოვიდ-19“-ით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.

ლეტალური შემთხვევების საერთო რაოდენობა 9 018-ს აღწევს.

მსგავსი