გერმანიაში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი კიდევ 580-ით გაიზარდა.
გარდაცვლილია 26 პაციენტი. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, საერთო ჯამში ქვეყანას 187 764 ინფიცირებული და 8 856 გარდაცვლილი ჰყავს.
დღემდე ვირუსისგან განკურნება შეძლო 174 ათასზე მეტმა ადამიანმა. ინფიცირების გავრცელების მაჩვენებელია ყველაზე მაღალია ბავარიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიასა და ბერლინში.