გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 852-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 56 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3 679 000-ზე მეტი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 88 406 შეადგინა.