გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 852-ით გაიზარდა

11:44, 30.05.2021

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 852-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 56 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3 679 000-ზე მეტი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 88 406 შეადგინა.

მსგავსი